მე ვარ ნინო ცერცვაძე.
ჩემი სოფელი დირბი მდებარეობს ქარელის რაიონში.
ამ სოფელში არის ღვთიშობლის სახელობის მონასტერი.ძველად ამ მონასტერში ცხოვრობდნენ ბერები და სოფელსაც ისინი განაგებდნენ, რადგან მათ ბატონი არა ჰყოლიათ.თუ რომელიმე გამოქცეული ყმა ან ნებისმიერი ადამიანი თავს შემოაფარებდა ამ სოფელს, არც ერთ ბატონს უფლება არ ჰქონდა მისთვის ხელი ეხლო,რადგან ბერები არ აძლევდნენ უფლებას.ამ ბერებს „ დიდ ბერებს“ უწოდებდნენ. არსებობს მოსაზრება და მოხუცების ნაამბობი, რომ სწორედ ამიტომ,აქედან გამომდინარე დაერქვა სოფელს „დირბი“
სოფელში მოედინება მდ. ფრონე.
სოფელში მრავალი ეკლესია- მონასტერია.მათ შორის აღსანიშნავია ღვთიშოგლის სახელობის მონასტერი, ზედაჯვრის და წმინდა ელიის ეკლესიები.
სოფელში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. უმრავლესობა მართლმადიდებელია. აქ ხალხი პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს, უფრთხილდებიან და ასწავლიან შთამომავლობასაც.
აქ ცხოვრობს მეტად მშრომელი ხალხი.ისინი მისდევენ მებოსტნეობას,მევენახეობას და მეცხვარეობას.